გივი მიზანდარი
მიზანდარის ნამუშევრები
понедельник, 17 декабря 2012 г.
ბიოგრაფია
ქართველი მოქანდაკე, გივი მიზანდარი, დაიბადა 1932 წლის 2 ივლისს, ქ. ქუთაისში. მშობლები: ნინო იოსელიანი, ვალერიან მიზანდარი (მოქანდაკე). მეუღლე – ლუბა მიზანდარი. შვილები: მალხაზი და მარინე.
სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე (1953–59 წწ.). პედაგოგები: ი. გაბაშვილი, ვ.შუხაევი, კ. მარაბიშვილი, ჯ. მიქატაძე. სადიპლომო ნამუშევარი – „ოსვენციმი არ განმეორდება“ (1959 წ. ოსვენციის მუზეუმი, პოლონეთი).
1959–1960 წწ–ში მუშაობდა მ. თოიძის სასწავლებელში. 1960–63 წ–ში ვიეტნამში ქ. ჰანოის სამხატვრო ინსტიტუტში. 1964–68 წ–ში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. 1968–70 წ–ში კამპუჩიის სამეფო ხელოვნების უნივერსიტეტის კათედრის გამგე. 1970 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. იყო მხატვართა კავშირის წევრი. პროფესორი.
გამოფენებში მონაწილეობს 1960 წლიდან. გამოფენები: რესპუბლიკური, პერსონალური (ვიეტნამში 1962 წ.), თბილისი (1964 წ.), აზია–აფრიკის საზოგადოება, მოსკოვი (1965 წ.), მოსკოვი–ლენინგრადი (1966 წ.). მისი ნამუშევრები დაცულია პოლონეთში, ბუდაპეშტში, ორიგონაში (აშშ), ვიეტნამში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, მხატვართა კავშირის ფონდში.
ძირითადი ნამუშევრები:“ოსვენციმი არ განმეორდება“, მ. ჯავახიშვილის ძეგლი, ავღანეთში დაღპულთა შვილი, „თავისუფალი შრომის გმირი“, ხო ში მინის ქანდაკება, „ლასლო პაპის პორტრეტი“, „ნ. დუმბაძის პორტრეტი“, „ვიეტნამელის პორტრეტი“, „ხუეივერმან მეშვიდეს ქანდაკება“, „აბსარა“, ჭედური ბარელიეფი წიგნის მაღაზიისათვის პლეხანოვზე და სხვა...

გივი მიზდარი „მეგობრობის გზები“. (1987 წ.)
ცნობილი მოქანდაკე გივი მიზანდარი წლების განმავლობაში მივლინებული იყო ვიეტნამსა და კამპუჩიაში, სადაც ამ ქვეყნების სამხატვრო უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შდეგად დაწერილიმ მომცრო, ილუსტრირებული წიგნი შინაარსიანდ მოგვითხრობს ავტორის მოღვაწეობაზე ვიეტნამსადა კამპუჩიაში.

გადარჩენილი სამოთხე
1967 წლის ზაფხულში ქალაქ რიგაში პრაქტიკაზე წავიყვანე სტუდენტები. გზად მოსკოვში გავიარეთ მუზეუმებისა და ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილების დასათვარიელებლად. დროის სიმცირის მიუხედავად, მაინც მოვახერეხე იმ ჩემი მოსკოველი მეგობრების სანახავად წასვლა, რომელთაც თავის დროზე ვიეტნამის გზა დამილოცეს. შევაღე კარი და ოთახში მყოფი თანამშრომლები, რომლებიც რაღაცაზე საქმიანად საუბრობდნენ, გაოცებული შემომაცქერდნენ. თბილი მისალმების შემდეგ შვიტყვე, რომ მათი გაოცების მიზეზი ყოფილა ჩემი იქ მისვლა იმ მომენტში, როცა სწორედ ჩემ შესახებ საუბრობდნენ. მათ შემომთავაზეს უახლეს პერიოდში სამუშაოდ კამპჩიაში გავმგზავრებულიყავი. წინადადებას სიამოვნებით შევხვდი...
კაპუჩია ინდოჩინეთის ერთ–ერთი საინტერესო ქვეყანაა, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე კარგი ჰავა, ალბათ აქ არის... ქვეყნის სათავეში მაშინ პრინცი ნოროდომ სიანუკი იდგა.
იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ვმუშაობდით, პრინცის გადაწყვეტილებით მოუწვევიათ პროფესორ–მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, აქ იყვნენ ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები, უმგრელები და საბჭოთა სამხატვრო აკადემიის წარმომადგენელები...
ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ჩატარდა თამაში თბილისის „დინამოსა“ და კამპუჩიის ნაკრებს შორის . უამრავი ხალხი ესწრებოდა. თბილისელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს. ქართველი ფეხბურთელები რამდენიმე დღეს დარჩნენ პნომპენში. მეც მათი იქ ყოფნით ვისარგებლე და მურთაზ ხურცილავას პორტრეტი გამოვძერწე...
კამპუჩიაში ცხოვრობდა ინდო–ჩინეთის ბუდიზმის მამამთავარი, ფილოსოფიის დოქტორი ჯუნა ჰატი. სწორედ ჩემი იქ ყოფნის დროს გარდაიცვალა იგი. კამპუჩიის მთავრობამ სთხოვა ჩვენს საელჩს, რათა ამეღო ნიღაბი და უკვდავმეყო მისი სახე. მე მათი თხოვნა შევასრულე...
ყოველდღიურად უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა სტუდენტებთან მუშაობა, განსაკუთრებით მას შმდეგ, რაც თითეულმა მათგანმა უკვე შიშველი ფიგურის გამოძერწვა შეძლო კომპოზიციის მიხედვით.
კამპუჩიელები არასოდეს ღალატობენ ტრადიციულ ქანდაკებას და თითქმის ყველა მოქანდაკის საყვარელი თემა იყო და არის აბსარა, რაც ნიშნავს ღვთაებრივ მოცეკვავე ქალს. კამპუჩიის შესანიშნავ ისტორიულ–არქიტექტურულ ძგლთა რელიეფებში უამრავი აბსარაა გამოსახული.
კაპუჩიის ძეგლების კედლებში გამოკვეთილმა მშვენიერმა აბსარებმა მიბიძგეს, ჭედურობაში გამეკეთებინა აბსარები. ჩვენმა ელჩმა ერთი სამეფო მუზეუმს გადასცა, ხოლო მეორე არქიტექტორებმა ესოს კომპანიის ვესტიბიულში მოათავსეს.
კამპუჩიელმა ოსტატებმა თავის მაღალმხატვრულ კომპოზიციებში ხალხს დაუტოვეს ქვეტნის ისტორიული წარსულიც. 1970 წელს იქ კვლავ ომი დაიწყო. ამ ომში დაიღუპა რამდენიმე ჩემი სტუდენტი და იქაური კოლეგა.

Подписаться на:
Сообщения (Atom)